Go to content

15 მლნ. დოლარი ქართული ეკონომიკის მხარდასაჭერად

თბილისი/ვაშინგტონი/სტოქჰოლმი, 2020 წლის 13 ნოემბერი - შეერთებული შტატები და შვედეთის მთავრობები თანამშრომლობენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკურ რეაბილიტაციას პანდემიის შემდგომ პერიოდში.

28 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (Sida), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ განაცხადეს  საკრედიტო საგარანატიო პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კერძო სექტორის დახმარებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. პროგრამას მხარს უჭერს USAID, რომლის საშუალებითაც კრისტალი საქართველოში მოქმედ 5000-ზე მეტ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოზე გასცემს 15 000 000 აშშ დოლარს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის  მიერ გარანტირებული სესხების სახით.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად კრისტალი პირველად ერთვება პორთფელის საგარანტიო პროგრამაში. ფართომასშტაბიანი საგარანტიო სქემა საშუალებას აძლევს  კომპანიას დივერსიფიცირება გაუწიოს საკუთარ ფინანსურ პროდუქტებს და შედეგად, მაქსიმალურად უპასუხოს საქართველოში მოქმედი საწარმოების კომპლექსურ საჭიროებებს როგორც COVID-19 პანდემიის პერიოდში, ასევე მის შემდგომ. კრისტალი სესხებს გასცემს შეზღუდული წვდომის მქონე ჯგუფებზე, მათ შორის ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებზე და რეგიონებში განთავსებულ ბიზნესებზე რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას.

საგარანტიო სქემა გათვლილია 8 წლიან პერიოდზე და წარმოადგენს სწრაფი რეაგირების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის ზრდას COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. ამავდროულად, საფუძველს ჩაუყრის აშშ-ის, შვედეთის მთავრობებსა და კრისტალს შორის გრძელვადიან პარტნიორობას მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.  

როგორც ჯეიმსპოლანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისსაფინანსოკორპორაციის  (DFC) ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა: „მიკრო და მცირე საწარმოები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს, რომლებმაც მწვავე დარტყმა განიცადეს პანდემიის შედეგად. მოხარული ვართ, რომ USAID-სა და Sida-სთან თანამშრომლობით, საშუალება გვაქვს საკრედიტო საგარანტიო პროგრამის მეშვეობით მხარი დავუჭიროთ კრისტალს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას საქართველოში.“ 

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმაერიკილესმაგანაცხადა, რომ: „USAID–სა და კრისტალთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან მომენტში შედგა.  COVID 19 კრიზისის ფონზე მოხარული ვართ ჩავერთოთ და ერთობლივი ძალისხმევით შევეცადოთ შევარბილოთ პანდემიის უარყოფითი გავლენა საქართველოს კერძო სექტორზე. შვედეთი პირდაპირი და არაპირდაპირი საშუალებებით მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით  სიღარიბის დაძლევას მცირე კომპანიებში სამუშაო ადგილების შენარჩუნებითა და შექმნით, ხოლო ფინანსებზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი პარტნიორის,  კრისტალის მიერ. პროგრამა ორიენტირებული იქნება ფინანსურ სერვისებზე შეზღუდული წვდომის მქონე ჯგუფებზე, მათ შორის ქალებზე, სტარტაპ ორგანიზაციებსა და მსხვილი ურბანული ცენტრებიდან მოშორებულ საწარმოებზე“.

USAID/საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით: „ახალი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი მეწარმეების ფეხზე დადგომასა და  COVID–ის შემდგომ ეკონომიკურ გაჯანსაღებას. საგარანტიო მექანიზმი პასუხობს USAID-ის ახალი სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოში: მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს ახალი პროდუქტებისა და ბიზნესის წარმოების ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში, რაც სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.”

კრისტალის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი ილია რევია:  “ჩვენთვის პატივია, რომ ამ რესურსით სარგებლობა საქართველოში სწორედ კრისტალს ხვდა წილად. DFC- ისა და Sida- ს გადაწყვეტილებას  მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების და შვედეთის მთავრობები და ეს ადასტურებს მათ სურვილს, რომ დაეხმარონ  და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში.  კრისტალი მიზნად ისახავს მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ მეწარმეებს მდგრადი ბიზნესის განვითარების საქმეში. ახალი პარტნიორობა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგარანტიო პროგრამის სახით ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეების შემდგომ გაძლიერებას ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და საკონსულტაციო მომსახურებით. ინიციატივა ასევე ნათლად ადასტურებს COVID-19 პანდემიის ფონზე საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების ურყევ ნდობას“

Last updated 13 Nov 2020, 12.54 PM